მთავარისიახლეებისაკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, აკრძალვა.

საია-ს თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ პარტიის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს, გამონაკლის შემთხვევებშ, რადგან ეს არის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრი ფორმა. პარტია არ უნდა აიკრძალოს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ხდება მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში.

“როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების პარალელურად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც შეიძლება მოხდეს პარტიის აკრძალვა. ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.

თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას. ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრ ფორმას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით, გამონაკლის შემთხვევებში. პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს ორგანიზებული და მიზანმიმართული ქცევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების თუ ქმედებების გამო. ამასთანავე, პარტია არ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...

რუსეთმა ქართველ ქალ მოხალისეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლ მორიგ ქართველ მოხალისეზე ძებნა გამოაცხადა. ამჯერად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში...