მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი - პაპუაშვილი

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

Published on

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს საქართველოც იქ ინებოდა, სადაც უკრაინაა.

“ოცნების“ პარალმენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი, აქამდე კი პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიყვანეს.

რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ვსაუბრობდით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა საკითხი ახდა ერთი ერთში და ამ მხრივ ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა ევროკავშირისა და ბრიუსელის მხრიდან მათი და მათი ხელქვეითი ენჯეოებისა და პარტიების ხელით.

სად ვიქნებოდით დღეს, რომ ამ წნეხისთვის არ გაგვეძლო. იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში, რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა, დღესაც ვხედავთ, რომ თან აგულიანებენ და ამით უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ ხალხი” – ამბობს პაპუაშვილი.

მისი თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას განსაკუთრებული როლი აქვს, რომ ღიად და ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს თუ პოლიტიკურ ლიდერებს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...