მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი მიმდინარე კვირაში საგაზაფხულო სესიას დახურავს

პარლამენტი მიმდინარე კვირაში საგაზაფხულო სესიას დახურავს

Published on

მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში დაიხურება.რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურება.საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევა ივლისის ბოლომდე სთხოვონ, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ბევრი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებას აქვს მისაღები. კერძოდ, პარლამენტს მოუწევს, როგორც ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.ამასთან, პარლამენტში მიმდინარე კვირას განსახილველად სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები შევა, რისი მიღების შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად გამოცხადდება.მთავრობის დამტკიცების გარდა, პარლამენტს განსახილველი აქვს რეგლამენტის ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება და საკანონმდებლო პროცედურები იხვეწება.ასევე, დეპუტატებს მსჯელობა მოუწევთ ათობით საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და, რომელთა შორისაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება-დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხები.გარდა ამისა, პარლამენტს გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებითაც უნდა მიიღოს, რადგან ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს და საკითხის პირველი მოსმენით სესიაზე გატანამდე, კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც მმართველი გუნდი შეჯერებულ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს.
საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში დასრულების შემდეგ დეპუტატები შვებულებაში გავლენ. საშემოდგომო სესია კი, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...