მთავარისიახლეებიარსებობს კარგი შანსი, რომ სამშვიდობო შეთანხმება მაინც შედგეს - ტრამპი

არსებობს კარგი შანსი, რომ სამშვიდობო შეთანხმება მაინც შედგეს – ტრამპი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაიამიში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი გახდება. მისი კომენტარი ჟურნალისტთან საუბრისას Clash Report-ის Telegram-არხმა გაავრცელა.

ტრამპის თქმით, უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს. ჟურნალისტის დაზუსტების შემდეგ მან განმარტა, რომ საუბარია კორუფციულ სკანდალზე, რაც ქვეყანას „სარგებელს არ აძლევს“.

თუმცა, მისი შეფასებით, მიუხედავად პრობლემებისა, სამშვიდობო შეთანხმების დასადებად არსებობს „კარგი შანსი“.

„უკრაინას გარკვეული პრობლემები აქვს კორუფციული სიტუაციის გამო და ეს არ ეხმარება. თუმცა არსებობს კარგი შანსი, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა მაინც მოხერხდეს,“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების ვადებთან დაკავშირებით მას არ აქვს დადგენილი დედლაინი და იმედი გამოთქვა, რომ იგი მალე დასრულდება.

„მე არ მაქვს დედლაინი. ვიმედოვნებ, რომ ომი მალე დასრულდება. გასულ კვირას 27 000 ადამიანი დაიღუპა,“ – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

მისი თქმით, უკრაინასთან ახალ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში მოსკოვში უნდა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...