მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოჩამჩირეში ქართველების ბინებში აფხაზ რეპატრიანტთა კიდევ ას ოჯახს შეასახლებენ

ოჩამჩირეში ქართველების ბინებში აფხაზ რეპატრიანტთა კიდევ ას ოჯახს შეასახლებენ

Published on

 დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის სამინისტროს განცხადებით , ოჩამცირისა და გალის რაიონებში რეპტრიანტთა ახალი ტალღის შესახლება იგეგმება.
 
როგორც რეაპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი ამბობს, ,, დღესდღეობით, აფხაზეთში 5 ათასამდე რეპატრიანტი ცხოვრობს,  200 – ზე მეტი ბავშვი ამ ოჯახებიდან აფხაზურ სკოლებში სწავლობს. რეპატრიანტები თურქეთიდან და, უპირატესად, სირიიდან ბრუნდებიან  ისტორიულ სმშობლოში'', 
ამასთან  ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა აფხაზეთში დაბრუნებისა და მუდმივად დასახლების მსურველების რაოდენობა. მისი თქმით, რეპატრიაცია ერთ- ერთი საუკეთესო გამოსავალია დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად.
„ოჩამჩირის რაიონში 14 დაცარიელებული სოფელია, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ქალაქ ოჩამჩირეში, მე- 6 რაიონში, 2 კორპუსია, ერთ-ერთ მათგანში 20-მდე ოჯახის, ხოლო მეორეში – 78 – ის ჩასახლებაა შესაძლებელი. ჩვენ მზად ვართ ისინი რეპატრიაციის სამინისტროს ბალანსზე გადავიყვანოთ. სოფელ აჩიგვარაში არის 5 ათასამდე ადამიანის განსახლების საშუალება. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, რომელიც 170 ბავშვზეა გათვლილი. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, რაიონში ორი სათბურია, სადაც ბოსტნეულია მოშენებული. იქ თურქეთიდან ჩამოსული რეპატრიანტები მუშაობენ. შესაძლოა კიდევ 10 ოჯახის დასაქმება. ქალქში არის სკოლა – ინტერნატი, სადაც ასევე შეიძლება ბავშვების განთავსება“, – აცხადებს ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ხერიფს ჯოპუა.
 
აქტიურად განიხილება   სირიის რეპატრიანტების გალის რაიონში განსახლების შესაძლებლობებიც. იქ უკვე ჩატარდა  რამდენიმე შეხვედრა მოსახლეობასთან ამ საკითხზე
 
“გალი აფხაზეთის ნაწილია და მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ადამიანური რესურები“, – აცხადებს  დე ფაქტო რასპუბლიკის რეპატრიაციის მინისტია.
 
თურქეთსა და სირიაში მცხოვრები რაპტრიანტების გალისა და ოჩამჩირის რაიონში ჩასახლების კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ დასახელებულა..
 
 
 აფხაზეთში რეპატრიანთა ჩამოსახლებასთან დაკავშირებით აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, რეპატრიანთა ჩამოსახლების საკითზე აფხაზები წლებია მუშაობენ, ისინი ჩამოიყვანეს თურქეთიდან, იორდანიიდან, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდნენ".
ამის იმედზე უნდა ვიყოთ? 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...