მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიმშილობის 32 დღე პარლამენტთან - მოთხოვნები უცვლელია

შიმშილობის 32 დღე პარლამენტთან – მოთხოვნები უცვლელია

Published on

პარლამენტთან მოშიმშილეები დღევანდელ საპროტესტო აქციას განსაკუთრებით ელოდებიან. შიმშილობის 32 დღეს მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ დღეს უწყვეტი პროტესტიდან 1 წლის თავზე ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ქართველი რუსულ დიქტატურას შეეგუოს.

დღეს გვჯერა, რომ ბევრნი ვიქნებით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას შეეგუოს ქართველი ადამიანი. ხელისუფლებამ პირდაპირ დაგვანახა, რომ ეს დეფაქტო რეჟიმი ჩვენს მომავალს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას გამორიცხავს. ეს არის ძალიან თვალსაჩინო. ევროპულ მომავალზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, ქვეყანა სრულ იზოლაციისკენ მიდის, ეს უნდა გავაპროტესტოთ და ჩენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სხვა არჩევანი არ გვაქვს, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

კიდევ ერთი მოშიმშილე დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ ხალხს არ აქვს უფლება, ქვეყანა “მტარვალებს” საბოლოოდ ჩაუგდოს ხელში.

ერთი წელი სრულდება დღეს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა აქ. ამ პროტესტის დამსახურებაა, ქუჩის გადაკეტვა იყო თუ მარში იყო თუ 24 საათიანი გრაფიკი იყო, რომ ლეგიტიმურები არ არიან და არავინ ცნო ამათი ლეგიტიმაცია. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ქვეყანა მტარვალებს გადავცეთ და ჩავუგდოთ ხელში. ეს ქვეყანა მიითვისა ე.წ. ხელისუფლებამდ ა უნდა გამოვგლიჯოთ ისევ და ბრძოლის გარეშე არაფერი გამოგვივა, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.

დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

სიახლეები

ერმაკმა დაადასტურა, რომ დეტექტივები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ მის სახლში ჩხრეკა დაიწყო, რომლებიც უკრაინის...

TI: პროტესტის 1 წელი კრიტიკული მედიისთვის

პროტესტის 1 წელი კრიტიკული მედიისთვის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" წერს, რომ ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი,...

ეს არის პასუხი მოქალაქეების, რომ არ გვინდა რუსული მომავალი – მაკო გომური

ეს არის პასუხი მოქალაქეების, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი, - ასე აფასებს დღეს...

სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში...