ეს არის პასუხი მოქალაქეების, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი, – ასე აფასებს დღეს დაანონსებულ აქციას მაკო გომური. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სინდისის პატიმრებს სწორედ ქუჩაში გასული მოქალაქეები აძლიერებთ.
ეს არის პასუხი მოქალაქეების, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი და არ წარმოგვიდგენია რუსულ რეჟიმში, რომლის განმტკიცებასაც ცდილობს “ქართული ოცნება”, ვიცხოვროთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მგონია, რომ იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში, ჩვენ ვინახავდით მათე დევიძს კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ ის ადამიანები აძლიერებენ, ვინც არიან დღეს რუსთაველზე გამოსულები და ვისაც ეს საპროტესტო მუხტი უჭირავს ხელში. შესაბამისად, მხოლოდ ეს მიზეზია საკმარისი იმისთვის, რომ გავიდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს და თანაგრძნობის მომენტი გვქონდეს, რომ ისინი მარტო არ არიან, – ამბობს მაო გომური.
თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.
დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.