მთავარისიახლეებისა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.

ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება რომ ეს არ არის რეჟიმი რომელიც იხრება ავტორიტარიზმისკენ, მას უნდა დაერქვას სახელი, ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...