მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

Published on

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით], – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლესა და პროკურატურას განუმარტა, რომ მზად არის, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, სანაცვლოდ კი, აქციის მონაწილეები გაუშვან.

„ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად. მუხლებით დახუნძლული ვარ, ხაბეიშვილთან ერთად კიდევ ერთი ოთხი მუხლი მაქვს, მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, [გაუშვით]. ყველაფერი შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებზე რაღაც შეღავათი გატარდება, თუ ასე ჩათვლის პროკურატურა ან სასამართლო. მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, ამათ უკან 60 გაუბედურებული ოჯახი დგას. აგერ ვარ, რაში სჭირდებათ ამდენი ათეულობით ადამიანი, ამდენი რესურსი უნდა დაიხარჯოს. ამხელა მასაა პროპაგანდის, კი ბატონო, „გამაშავეთ“, მაგრამ 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში, ეს მხოლოდ მათი ტანჯვა არაა, მათი ოჯახებისაცაა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, პენსიონერი მშობლები ჰყავთ, დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში. ამ სამ ადამიანს [ბრალდებულები] საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, ახლა გავიცანი, გირაოს ეტაპზე იქნებ სხვა თვალით შეხედოთ, საქართველოა. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა..

4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, „ენჯეოები“ არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი, ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება…

იმ 60 ადამიანსაც არ ჰყავს არავინ მომკითხავი, დიდი შიშია, ნათესავი, ან ოჯახის წევრი თუ მოვა. ეს ჩემი შინაგანი გულწრფელი პოზიციაა”,- განაცხადა ზოდელავამ.

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი – ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...