მთავარისიახლეებისაზოგადოებაშელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე - ნიკა მელია

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

Published on

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ასე ეხმაურება მის მიმართ გამოტანილ განაჩენს კოალიცია “ცვლილებისთვის” დაპატიმრებული ლიდერი, ნიკა მელია.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გაწუწვის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას ერთი წელი და 6 თვე მიუსაჯა.
მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში კიდევ ერთელ დეტალურად საუბრობს მისი გატაცების დღეზე და ამბობს, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროცესზე ამის მოყოლის შესაძლებლობაც კი არ მისცა.

დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდერუსად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი – წერს მელია.

ოპოზიციონერი ლიდერი წერილში პარტიების აკრძალვასაც ეხმაურება და წერს, რომ “ოცნების” გადაწყვეტილება ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაა – “თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა!”

29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან, 4 თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი;
გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული 4 ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია.
20:50-ზე, ლისის ტყესთან, 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდნენ, თითქმის ყველა ხაფი ხმით ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს.
გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში. მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში. დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდერუსად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი.
შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით.
აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის, ნებაყოფლობითი წევრი გახლდით.
ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე…
ორი კვირის წინ, როგორც იქნა, გატაცების მიზეზი დაასახელეს და ეს ჩემივე მარჯვენა ხელის შუა თითი აღმოჩნდა, პოლიციელისთვის ნაჩვენები!
ანუ, თითქოს მოძრავი მანქანიდან, ვერაზე, მანქანის შუშა ჩამოიწია და ჩემი შუა თითი აღიმართა. მათივე ვერსიით, ეს თითი, ეჭვმიუტანლად, შუა იყო და არავითარ შემთხვევაში საჩვენებელი …!
მინდოდა დეტალებში გცოდნოდათ ამ საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმრობის საფუძველი
გუშინწინ, კი მომეცა საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქაც დავწერდი:
პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი.
თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა!
მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე.
იარსებებს ბერვი სხვადსხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში!
მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა.
როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით!
ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი!
დროებით X”, – წერს ნიკა მელია.

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...

ადვოკატმა მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატმა...