მთავარისიახლეებისაზოგადოებადრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია - რუბიო

დრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია – რუბიო

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მკვეთრად გააკრიტიკა NBC News-ის პუბლიკაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკოლმა უკრაინას ომში „აუცილებელი დამარცხება“ უწინასწარმეტყველა.

სოციალურ ქსელ X-ში რუბიომ განაცხადა, რომ ეს ამბავი ფეიკია და მოგონილი ინფორმაციაა.

„ეს ისტორია მხოლოდ კიდევ ერთი მაგალითია მთელი გრძელი რიგიდან, სრულად ფეიკი ცნობებისა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით თითქოსდა არსებულ უთანხმოებებს ეხება. ეს ადამიანები უბრალოდ შეცდომაში არ არიან, ისინი სიტყვასიტყვით იგონებენ ამბებს,“ – დაწერა რუბიომ X-ში.

მანამდე NBC News-მა დაწერა, რომ აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკოლმა, კიევში ბოლო ვიზიტის დროს, ფრონტის მდგომარეობის შესახებ პესიმისტური შეფასებები გააჟღერა და უკრაინას მოუწოდა, მიეღო ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ საწყისი ვერსია. წყაროების ინფორმაციით, დრისკოლმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უარესდება – რუსეთი აძლიერებს საჰაერო დარტყმებს, ფლობს პრაქტიკულად შეუზღუდავ რესურსს და შეუძლია ომი გრძელვადიან რეჟიმში, ტემპის დაკარგვის გარეშე აწარმოოს. მისი თქმით, ლოდინი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკრაინა კიდევ უფრო სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ერთი წყაროს განცხადებით, „მშვიდობის გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „საერთოდ, მესიჯი ასეთი იყო — თქვენ მარცხდებით და უნდა დათანხმდეთ შეთანხმებას“.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...