მთავარისიახლეებიერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ- მომავლისთვის ბრძოლაში-28 ნოემბერსბერს ზუგდიდში...

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ- მომავლისთვის ბრძოლაში-28 ნოემბერსბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

Published on

28 ნოემბერს ერთი წელი ხდება, რაც გაყალბებული არჩევნებით მოსული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა გამოაცხადა. ერთი წელი ხდება, რაც უწყვეტად ვიბრძვით ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ამ ხნის მანძილზე ვაჩვენეთ მედეგობის, დაუღალავი ბრძოლის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი. ჩვენი ბრძოლა არ არის უბრალოდ რეჟიმთან ბრძოლა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი წართმეული ხმის დასაბრუნებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის, სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიბრძვით ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. ვიბრძვით, რომ თითოეული ადამიანი იყოს მნიშვნელოვანი – რაც მხოლოდ ევროპული ღირებულებების ქვეყანაში მიიღწევა.

🇬🇪🇪🇺 ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ- მომავლისთვის ბრძოლაში. გელით ყველას, ვინც ერთი წელია დაუღალავად ხართ პროტესტში, ვინც იყავით და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ ხართ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ყოფილხართ და ახლა ფიქრობთ, რომ თქვენი წილი უნდა იბრძოლოთ. მოქალაქეების ერთიანობა არის ის, რაც რეჟიმებს ანგრევს.

✊ გელით ზუგდიდში, ჩვენი ბრძოლის ველზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათიდან. ერთად აღვნიშნოთ წინააღმდეგობის ერთი წელი – მოვითხოვოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დავუბრუნოთ ქვეყანას ევროპული მომავალი.

ბრძოლა გამარჯვებამდე!

ნათქვამია, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...