მთავარისიახლეებისაზოგადოებაTV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

TV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

Published on

“აქ რა მინდა არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია”- ამის შესახებ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულმა გიორგი მამნიაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

TV პირველის კორესპოდენტის თქმით, ის იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე დაკავებებს აშუქებდა და რედაქციას ფაქტის ამსახველ ვიდეო-მასალას აწვდიდა.

დაკავებული აღნიშნავს, რომ მისი განეიტრალების ბრძანება ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა, ლაშა სალუქვაძემ გასცა. ჟურნალისტი იმ ტელეფონის გასხნას და დათვალიერებას ითხოვს, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროცესებს აშუქებდა.

პირველი – აქ რა მინდა, არ ვიცი, სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. პრესბარათი ვაჩვენე დაკავებისას [პოლიციას] და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი… დაკავების მომენტში ვიღებდი სხვა დაკავებულების ვიდეოს, რომლებიც ჩემს წინ დააკავეს: ცოტნე მირცხულავა და თუ არ ვცდები ლუკა ჭოხონელიძე, რომლებსაც მივყვებოდი ტელეფონით. ვიდეოს გაგზავნა ვერ მოვასწარი [რედაქციაში], ჩემი დაკავებაც ამ ვიდეოზეა ასახული. გამითიშეს ტელეფონი.

რომლის გადაღებაც და გაგზავნაც მოვახერხე ჩათში, იყო მარიამ მეყანწიშვილის დაკავება. ამის შემდეგ ცოტნე და ლუკა დააკავეს, ამათ მივყვებოდი კადრით, სამართალდამცველმა ჩემი ტელეფონის დაგდება სცადა, რომელიც კადრშიც ჩანს, დაინახვდით ალბათ, ამის შემდეგ ისმის ლაშა სალუქვაძის წამოძახილი – ეგეც მიაყოლეთ თუ ეგეც დააკავეტო, რაც ჩემს ვიდეოშიც ისმის, დარწმუნებული ვარ”- თქვა მამნიაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...