მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია - ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

შეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია – ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

Published on

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალური ანგარიში გაავრცელა—-
სახელმწიფო მდივანი, რუბიო და არმიის მდივანი, დრისკოლი, სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ უკრაინის დელეგაციას, რათა განეხილათ სამშვიდობო შეთანხმების უახლესი პროექტი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიტკოფმა, ბატონმა ჯარედ კუშნერმა და არმიის მდივანმა, დრისკოლმა უკრაინის დელეგაციასთან ფართო და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანი განხილვის პროცესში მყოფი უახლესი შეთანხმების პროექტების გადახედვა იყო. საუბარი გულწრფელი, დეტალური და პარტნიორობისა და საერთო მიზნების სულისკვეთებით იყო გამსჭვალული.

უკრაინულმა დელეგაციამ დაადასტურა, რომ მათი ყველა მთავარი საკითხი — უსაფრთხოების გარანტიები, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის დაცვა, ნავიგაციის თავისუფლება და პოლიტიკური სუვერენიტეტი — სრულად იქნა განხილული შეხვედრის განმავლობაში. მათ მადლიერება გამოხატეს იმ სტრუქტურული მიდგომისთვის, რომლის მიხედვითაც მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები შეთანხმების თითოეულ კომპონენტში იქნა ადეკვატურად ასახული.

უკრაინის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღეს წარმოდგენილი შესწორებებისა და დაზუსტებების საფუძველზე, არსებული პროექტი ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფს როგორც ახლო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების დაცვაზე მიმართული სანდო და შესრულებადი მექანიზმების შექმნას. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაძლიერებული უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურაზე, აგრეთვე აგრესიის პრევენციის, ენერგოუსაფრთხოების და აღდგენითი პროცესების შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე, რომლებიც არსებითად პასუხობს უკრაინის სტრატეგიულ მოთხოვნებს.

სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და მისმა გუნდმა კვლავ აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება — უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მომავალი კეთილდღეობა — კვლავ რჩება მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ცენტრში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს სამუშაო ემყარება პრეზიდენტ ტრამპის მიზანს — დაასრულოს ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, და თავიდან აიცილოს დამატებითი მსხვერპლი მტკიცე და რეალიზებადი მშვიდობის გზით.

ორივე მხარე მიესალმა მიღწეულ სტაბილურ პროგრესს და შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება, რადგან შეთანხმების ტექსტები საბოლოო დაზუსტების ეტაპზე გადადის.

შეხვედრა დასრულდა საერთო გაგებით, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და მხარეებს მომავალში კვლავ ერთად მოუწევთ მუშაობა, რათა მიღწეული იქნეს ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა.

სიახლეები

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის...

რუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართულ...

2025 წელს, საქართველოში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება – მიქანაძე

ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება....

კობში, ახალი გზის მშკობში, ახალი გზის მშენებლობას 4 მუშა ემსხვერპლაენებლობას 4 მუშა ემსხვერპლა

სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი...