მთავარისიახლეებიკობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

Published on

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს.

2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან და ძალიან კარგ ბაზართან, ანუ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი კარგი ბაზარი იყო რუსული ბაზარი, დაახლოებით 3 ტრილიონის ბაზარი იყო და შესაბამისად იყო ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი აქედან ევროპული კომპანიებისთვის. ერთიც და მეორეც დაკარგეს და აღმოსავლეთისკენ მარშრუტი დაკარგეს, ეკონომიკური სავაჭრო გზა დაკარგეს.

ასეთ დროს აღმოსავლეთისკენ უნდა სცადო გაჭრა ახალი მარშრუტები. ერთადერთი ეფექტური საშუალება ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის ომები და ა.შ. ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა, არის საქართველო.

ამ დროს, შენ თუ ოდნავ დამოუკიდებელი მაინც ხარ და შეგიძლია იზრუნო შენს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, პირველი უნდა ეცადო საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას.

ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ არ არიან საერთოდ დამოუკიდებლები.

იმართება ხოლმე ევროპული სხვადასხვა ტიპის შეკრებები, ეკონომიკაზე საუბარი პრაქტიკულად აკრძალულია. მთავარი თემა ხომ ეს უნდა იყოს.

ევროკავშირი ხარ, ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენ, არიან შესაბამისი ქვეყნების ლიდერები და იცი, რომ 30%-დან ჩამოხვედი 17.5%-მდე, კატასტროფული მდგომარეობა გაქვს.

პირველი, რაზეც უნდა დაიწყო საუბარი არის, რა ვუშველოთ ეკონომიკას. საერთოდ აკრძალულია ამაზე საუბარი. რუსეთ-უკრაინის ომი, ლგბტ, ამაშია ჩაკეტილი ყველა თემა.

ორი ძირითადი თემაა, ლგბტ და რუსეთ-უკრაინის ომი, ამის იქით არ საუბრობენ პრაქტიკულად არაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის ეთერში.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...