მთავარისიახლეებიდაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის - ადვოკატი

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

Published on

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება და ტკივილებს უჩივის.

“ქეთევან ხუსკივაძე, დაახლოებით, 10-მდე პირმა დააკავა, რის შედეგადაც მას მკლავის არეში სილურჯეები აღენიშნება და კისრისა და იღლიის არეში ტკივილს უჩივის. მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს […]

ქეთევანი ჰიპერტონიკია და სასამართლოს შუამდგომლობით მივმართავთ, რომ ეს საკითხი გაითვალისწინოს. იმიტომ, რომ მას კრიზი ჰქონდა – წნევა 160 ჰქონდა როგორც დაკავების დღეს, ასევე გუშინაც”. – თქვა ხუსკივაძის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.

თსუ-ის ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე 19 ნოემბერს, რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...