მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაეცა - თემურ შანავას ცხედარს 8 დღე...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაეცა – თემურ შანავას ცხედარს 8 დღე ეძებდნენ

Published on

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში: რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა.

“ოდიშინიუსისს” ინფორმაციით, წარმოშობით წალენჯიხელი, უკრაინის მოქალაქე თემურ შანავა უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად მოხვდა ალყაში, თვითონ ბოლო მომენტამდე პოზიციაზე დარჩა და იგერიებდა მტერს, რითაც სხვებს ალყიდან გაღწევის საშუალება მისცა, თავად კი ალყიდან გასვლა ვერ მოასწრო.

იმის გამო, რომ თემურ შანავას ცხედარი ცხელ წერტილში იყო, მისი გამოსვენება 8 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა და მხოლოდ მს შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელებმა დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს და თემურ შანავა მეგობრებმა ამოიცნეს.  

ტელე-რადიოკომპანია ოდიში სამძიმარს უცხადებს თემურის დედ-მამას, ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. 

დიდება გმირებს!

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...