მთავარისიახლეებისაზოგადოებაPACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

PACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

Published on

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს – მომხსენებლები ღრმა შეშფოთება გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.

“ეს ფაქტობრივად ნიშნავს დიქტატურის დამყარებას საქართველოში” – ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს საქართველოში არსებულ ვითრებას სტრასბურგი.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან დაკავშირებით. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში“- წერია განცხადებაში.

მომხსენებლები თბილისში ვიზიტის დროს შეხვდნენ როგორც “ქართული ოცნების” ლიდერებს, ასევე შალვა პაპუაშვილს – განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას “ოცნებისგნა” მზია ამაღლობელთან ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა.

ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მათ მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი მოთხოვნა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ღრმად ნანობდნენ მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი მზადყოფნა, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად”, – წერია გნაცხადებაში.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...