მთავარისიახლეებიიზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

Published on

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას აქვეყნებს და წერს, რომ “ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ“.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ემიგრაციაში ყოფნის პირობებში.

თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო მიგრაციის ზრდის ფონზე, იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ემიგრაციაში ყოფნის პირობებში. რიგ შემთხვევებში საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის იხსნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, არსებობს ასევე საფოსტო გზავნილით ხმის მიცემის შესაძლებლობა, ინტერნეტით და სხვა.

ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ.

იხილეთ International Idea-ს მიერ მომზადებული საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკა, – წერს ნინო დოლიძე.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...