მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის საქართველოდან გადაყვანა უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია - პოდოლიაკი

სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანა უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია – პოდოლიაკი

Published on

“მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია.

„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მას მივიჩნევთ უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და, ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია.

ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით.

სხვა იურიდიული ფორმა თუ გამოჩნდება, უკრაინის პრეზიდენტი ამ ფორმულებით ისარგებლებს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, უპირობოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...