მთავარისიახლეებიახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

ახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

Published on

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ რიჟვაძე გერმანიაში არა საცხოვრებლად, არამედ თვალის ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა.

“თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა… მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ არ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში, გერმანიაში…

მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. ოპერაციის მერე კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა… პირველი ოპერაციის მერე დარწმუნებული ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე და, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და ამიტომ დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში…

რატომ არ უნდა ჩამოვიდეს [საქართველოში], რა პრობლემაა… მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით და შემდგომ აპირებდა დაბრუნებას ისევ იგივე კლინიკაში, მერე რახან მოხვდა თურქეთში, თურქეთშივე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ მაინც გაუმეორა ამ სითხის ჩადგომამ და არის იქით…” – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი. მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სიახლეები

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...