მთავარისიახლეებისაზოგადოება„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

Published on

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმამას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.

პროკურორის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა რომ მზია ამაღლობელის ტელეფონი ცარიელი იყო.

„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

დღეს, 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.
მზია ამაღლობელს პირადი ნივთები, გასაღები, საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი 12 იანვარს, დაკავებისას ჩამოართვეს.

როგორც აღმოჩნდა, მზია ამაღლობელი საქმეში გაჩნდა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელმაც 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მიწერა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.
პროკურატურამ სწორედ ამ პატაკით მოითხოვა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სიახლეები

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც...