მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანმა ისევ ბოღმა ანთხია - ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას აფასებს,...

წულუკიანმა ისევ ბოღმა ანთხია – ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას აფასებს, როგორც არაადექვატურს

Published on

თეა წულუკიანს არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა – კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები ქალბატონო თეა და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, – ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.
 
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ყოფნა პარლამენტში, როგორც კანდიდატის, სულ მცირე უხერხულია.
 
“როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თეა წულუკიანს, წარმოდგენილს, როგორც იუსტიციის მინისტრობისას, ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. პირადად მე თქვენგან ველოდები პასუხებს, თუ როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და თქვენს გამო შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი. თქვენ ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა. როგორ მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქის ცენტრში კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლიანად იყოს გამოძიებული საქმეები?! ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ როგორც ამას აკეთებთ წლების განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ უნდა“, – მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა. 
 
თავად წულუკიანის თქმით, ოპოზიცია მისი მინისტრობით უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სასამართლოში საკუთარი მიზნების მიხედვით ვეღარ ალაგებენ საქმეებს.
 
„მთავარი შედეგი იცით რა არის? მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, მთავარი ეფექტი,  ის არის ამ რეფორმების, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფები, მერე რომ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, სასამართლოებს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ არიან უკმაყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ კუთხით დაიწყოთ ანალიზი“- განაცხადა თეა წულუკიანმა, ამასთან  მან  ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...