მთავარისიახლეებიუკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

Published on

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმის უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

პარალელურად, Telegram არხებზე ვრცელდება კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ობიექტის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებები ჩანს.

გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმას რიგი აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი მოყვა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ ღამით საერთო ჯამში 37 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის, რვა – სარატოვის ოლქში.

სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, Telegram-ზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, თუმცა არ დაუზუსტებია, უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოხვდა თუ არა დარტყმები.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შემდეგ რეგიონულ აეროპორტში დროებით ფრენები შეზღუდეს.

აღსანიშნავია, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინული მხარე დრონებით 3 ნოემბერსაც დაესხა თავს.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...

შსს- თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის ორი მოქალაქე...