მთავარისიახლეებიპოლიტიკაბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება - სალომე ზურაბიშვილი

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე ისაუბრა:

“დღეს არის წინ წამოწეული პროპაგანდის თემა რომ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი] ჩვენ არა, თვითონ ევროპამ თქვა, იგივე მეორე ფრონტი, ძველ პროპაგანდას ატრიალებენ ახლიდან. რეალურად მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რომელიც არის ნეიტრალიტეტი – ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი საბრძოლველი, იმიტომ, რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი. ეს იქნება მათი მთავარი ბრძოლის თემა აწი და ესეც არის მოსკოვიდან ნაკარნახევი. […]

საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ნეიტრალური სახელმწიფო, მაგრამ შემოვიდა რუსეთის ჯარები და დაიპყრეს საქართველო, ეს არის ნეიტრალიტეტი, როცა შენ ხარ ასეთი იმპერიის გვერდით, რომელიც არცერთ თავის დაპირებას არ ასრულებს და დაინტერესებულია მხოლოდ თავისი ტერიტორიული ექსპანსიით. ამ თემაზე უნდა ვიყოთ სრულიად მობილიზებული იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, ისტორიკოსები თუ საზოგადოება”, – განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV ფორმულასთან და TV პირველთან ინტერვიუსას.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...