მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

Published on

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას საქმე აღძრას პოლიტიკურ ლიდერებზე, რაც არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის დასკვნაზე. – ამის შესახებ, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “რეჟიმი ცდილობს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების ადგილი არ არის, უნდათ უიმედობა გამოიწვიონ, მაგრამ ნაცვლად უიმედობისა გამოიწვევს დიდ მოტივაციას და ჩვენ შევძლებთ ერთიან დიდ წინააღმდეგობას”.

“ გამარჯვება მტკიცე და მძლავარ წინააღმდეგობაზე გადის, გთხოვთ, საბოლოოდ შევქმნათ ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი, ეს იქნება მთავარი ფრონტი, ეს ფრონტი დაამარცებს რუსულ რეჟიმს”. – განაცხადა კირთაძემ.

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...