მთავარისიახლეებიდავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა - შსს

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

Published on

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.

ასევე, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.

დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავეს.

დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, გაუპატიურების და მუქარის ფაქტზე აღნიშნულ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...