მთავარისიახლეებისაია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties Organizations-ის წევრებმა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს და წერილობითი პოზიცია წარადგინეს. პოზიცია სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის წევრმა 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა.

საია-ს ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციების ერთობლივი წერილობითი პოზიციის მიხედვით, ამ საქმეში განსახილველი კანონის მსგავსი კანონმდებლობები სამოქალაქო საზოგადოებაზე შეუქცევად, უარყოფით გავლენას ახდენს.

“არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილობითი პოზიციის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს. ყველა შემთხვევაში, სამიზნე ის ჯგუფები ან ინდივიდუალური აქტივობები იყო, რომლებიც მოქმედი მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა. შესაბამისად, წერილობითი პოზიციის მიზანია, წარმოაჩინოს მთავრობების მიერ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევით, განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები”. – წერს საია.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...