მთავარისიახლეებისაზოგადოება1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება

1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება

Published on

1 ნოემბრიდან ძალაში შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საჯარო მოხელეების დამატებით დასაქმებას მკაცრად ზღუდავს.

კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეებს (გარდა პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისა) ეკრძალებათ ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელმძღვანელის ნებართვა აქვთ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი მუშაობისთვის. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთი წლის ვადით.

მოხელეებს აღარ ექნებათ უფლება, დაიკავონ სხვა თანამდებობა საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ან მიიღონ ანაზღაურება უცხო ქვეყნის ინსტიტუტებიდან. წესის დარღვევა გამოიწვევს თანამდებობიდან გათავისუფლებას და ორწლიან აკრძალვას საჯარო სექტორში მუშაობაზე.

28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომელი სფეროებშია დაშვებული შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო. მათ შორისაა:

სამედიცინო, განათლების, კულტურის, სამართლის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსური და გარემოს დაცვის სფეროები.

დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოხელეს დაეკისრება სრული ანაზღაურების დაბრუნება, რომელიც 1 ნოემბრის შემდეგ მიიღება არაკანონიერი დასაქმების გამო.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...