მთავარისიახლეებისაქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

Published on

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს უახლოეს დღეებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს.

ევროპარლამენტის ცნობით, გაიმართება დებატები კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე, სადაც განხილული იქნება მათი რეფორმების ტემპი და შესაბამისობა ევროკავშირის მოთხოვნებთან. თითოეული ქვეყნისთვის შემუშავდება რეზოლუციები და რეკომენდაციები, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი. ანგარიში დეტალურად აღწერს, რა ცვლილებები მოხდა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ აისახა ეს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე სწრაფვაზე.

ანგარიშის პრეზენტაცია ბრიუსელში გაიმართება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და კომისარი მარტა კოსის მონაწილეობით, ხოლო იმავე დღეს თბილისში პრესკონფერენციას გამართავს ელჩი ჰერჩინსკი, რომელიც საქართველოს პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...