მთავარისიახლეებისაზოგადოება"მამაო ჩვენოს" ციტატა თქვა დამახინჯებით, ეგეც არ იცის ბოლომდე" - არქიმანდრიტი დოროთე...

“მამაო ჩვენოს” ციტატა თქვა დამახინჯებით, ეგეც არ იცის ბოლომდე” – არქიმანდრიტი დოროთე ვოლსკიზე

Published on

პატრიარქის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა, თავად არქიმანდრიტი აცხადებს, რომ სამებაში ცხოვრობს და რადგან ბეთლემში ბევრი ვერ ახერხებდა მისვლას, მრევლს ეტყვის, რომ კვირაობით სამებაში მივიდეს და იქ აზიარებს.

ამავე დროს, არქიმანდრიტი მადლობას უხდის პატრიარქს, რომელმაც მისი “მღვდლობა დაიცვა”.

არქიმანდრიტი დოროთე, ასევე ეხმიანება გიორგი ვოლსკის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას:

“ვოლსკი ჩემი ლოცვის კომპეტენციაში რომ ერევა და განიხილავს, ნიშნავს, რომ ქვეყანა დაღუპულია, ეკლესიაც დაღუპულია. სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე. „მამაო ჩვენოს“ ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, „მამაო ჩვენოც“ არ იცის ბოლომდე. „უფალო, შემიწყალენ“ რომც იძახონ, უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, არ შეიწყალებს ღმერთი, ქრისტიანები არ არიან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...