მთავარისიახლეებისაზოგადოებახაბეიშვილი სასამართლო დარბაზში იმყოფება

ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში იმყოფება

Published on

ხომ ვარ სიმპათიური? ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა ცოტა ხანი გიყუროთ, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზში შესვლისას, დარბაზში მყოფების რეპლიკის, თუ „როგორი გამხდარია“.

ამ წუთებში ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

სიახლეები

სამეგრელოში, 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით, 70 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

სამეგრელოში, 15 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით, 70 წელს გადაცილებული კაცი...

“ოცნება” ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანას ცდილობს – ბუტიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" რიგი პარტიები ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მიზნით...

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციის მიხედვით, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს რუსულ...

მოსამართლე ცაცუამ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლადო ჯახუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო - რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ...