მთავარისიახლეებიყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

Published on

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს – “საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მილიონის ქონა ედება ბრალად”.

გამოცემა წერს, რომ გუშინ ღარიბაშვილი სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით წარსდგა და ბრალი აღიარა. BBC აღნიშნავს, რომ ეს შოკისმომგვრელი მოვლენაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საქართველოს დე ფაქტო ლიდერად ფართოდაა მიჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისათვის.

BBC იუწყება, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების სერიას მიეკუთვნება, თუმცა, ღარიბაშვილის საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის დევნის პირველ შემთხვევას წარმოადგენს და ის მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან ავტორიტარულ შებრუნებას ემთხვევა.

“ბოლო წლებში ის [ღარიბაშვილი] საქართველოს ევროკავშირიდან დისტანცირების პოლიტიკას ხელმძღვანელობდა” – ნათქვამია სტატიაში.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...