მთავარისიახლეებიკალაძე ღარიბაშვილზე- ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას

კალაძე ღარიბაშვილზე- ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას

Published on

ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს – როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მემგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით.

თქვა   კალაძემ ყოფილ პრემიერმინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...