მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

Published on

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. სარალიძის გამოკითხვა ამ საქმეზე ორი დღის წინ დაიწყო და დღეს გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს შსს-ში შესვლამდე ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. 
 
"გუშინწინ რაზეც ვიყავი, იგივე საქმის გამო ვარ ახლაც გამოკითხვაზე. ფაქტობრივად, კითხვებს იქით ვსვამ. რა პრეტენზიებიც გამაჩნია გამოძიებასთან, პროკურატურასთან, ექსპერტებთან იმაზე ვსაუბრობ. ორი დღის წინ ვერ შევძელით რომ ეს კითხვები ბოლომდე ჩამოგვეყალიბებინა. მათ მიერ დასმულ კითხვებსაც ვუპასუხებ სრულად და გულწრფელად. ვითხოვ, გამომძიებლებიდან დაწყებული მთავარი პროკურორით და თუ ვინმე მასაც მფარველობდა და გამოიკვეთება ამ საქმეში ყველას დაკავებას, მათ შორის არასრულწლოვნებისაც. წესით აქამდე უნდა მიეცათ ყველა პასუხისგებაში და ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგავენ", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
მისი აზრით, გამოძიება არასწორი გზით მიდის და იმ მოცემულობას არ ცდება, რაც თავის დროზე პროკურატურამ დადო.
 
"სამწუხაროდ, სიას არ მაცნობენ, ვის და როგორ კითხავენ. ჩემი გადასახედიდან მცდარი გზით მიდის შსს. თავიანთი გადასახედიდან შეიძლება სწორ გზას ადგანან. ფაქტია, რომ რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას, იგივე მოცემულობის გატანა უნდათ სააპელაციო სასამართლოში. სიმართლე გითხრათ, საფუძველს ვერ ვხედავ აქ შესვლის, მაგრამ მაინც მივაწვდი ყველა ინფორმაციას და ვნახოთ, რა იქნება", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...