მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

Published on

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი, რომელსაც ნიღბის ტარებას და ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ, 4 დღით ციხეში გაუშვეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მანამდე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა დაკავებულმაც.

კანონი არ დამირღვევია. ვაღიარებ, რომ ვმონაწილეობ აქციებში. მე როგორც ერთი მოქალაქე
ვცდილობ წვლილი შევიტანა იმაში, რომ ავაშენოთ ევროპული საქართველო. მიზანმიმართული არ იყო ჩემი მხრიდან სახის დაფარვა, – თქვა მან.

ამ დროის მონაცემებით, ჯამში დღეს პოლიციამ 5 პირი დააკავა:

თეიმურაზ სარალიძე – პროგრამისტი
ქეთა ციცქიშვილი- ჟურნალისტი
თამარ თოთლაძე – სამოქლაქო აქტივსუტი
საბა ჯაფარიძე- სამოქალაქო აქტივისტი
ნინო ბერუაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით დააკავის საბაბით აკავებენ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...