მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზელენსკისთვის დონბასის დათმობა არ შემითავაზებია - ტრამპი

ზელენსკისთვის დონბასის დათმობა არ შემითავაზებია – ტრამპი

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან და უარყოფს, რომ უკრაინისგან მოითხოვა რუსეთისთვის მთელი დონბასის დათმობა.

19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონი საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.

19 ოქტომბრს დღის ბოლოს, როცა დონალდ ტრამპი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში მედიასთან საუბრისას მას Reuters-ის კორესპონდენტმა ჰკითხა, მართლაც უთხრა თუ არა ზელენსკის, რომ უკრაინამ რუსეთს მთელი დონბასი უნდა დაუთმოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლაა. ტრამპის თანახმად, ამ ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაპყრობილი, დატოვონ ყველაფერი ისე, როგორც ახლაა და მოლაპარაკება მოგვიანებითაც შეუძლიათ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...