მთავარიUncategorizedშსს-მ ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა

Published on

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით -შსს-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.

დარავხელიძის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი”, „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი”, „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველდღიურად, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ღირსეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მკაფიო და უცვლელია – კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“- განაცხადა დარახველიძემ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...