მთავარისიახლეებისპორტიტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა, ჰაკუჰო დაამარცხა

ტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა, ჰაკუჰო დაამარცხა

Published on

ზაფხულის ბაშოს მე-12 დღეს ერთმანეთს ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და დიდი ჩემპიონი, სუმოს ლეგენდა ჰაკუჰო შეხვდნენ. დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ელოდა და ქართველმა ლეგენდარული მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.
 
დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა სუმოისტმა რკალს მიღმა გაიყვანა მეტოქე. ეს ტოჩინოშინის პირველი გამარჯვებაა ჰაკუჰოსთან, რისთვისაც მას 26 ცდა დასჭირდა.
 
მე-13 დღეს 30 წლის ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება. ამჟამად კი ტოჩინოშინის ზედიზედ 12 გამარჯვება აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...