მთავარისიახლეები4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან-პაპუაშვილი

4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან-პაპუაშვილი

Published on

ყველამ კარგად იცოდა სად მიდიოდა 4-ში 16:00 საათზე, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცოდა რა ხდებოდა 4-ში 16:00 საათზე, ახლა რომ უნდათ თავი მოისულელონ ზოგიერთმა მოფარფატე აქტივისტმა, ასე ვთქვათ, ყველამ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად, მე ვგულისხმობ იმ რამდენიმე ათას ადამიანს, ვინც იქ იდგა, იმ ჩვენს თანამოქალაქეებს არა სცენაზე მყოფ ლიდერებს, არა პოლიტიკოსებს, მათ შორის, არა ენჯეოს ხელმძღვანელებს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მივიდნენ 4-ში 16:00 საათზე, ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და იქ შედგა სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი ამ რამდენიმე ათასი ადამიანისგან.

ახლა ვინ არის ეს რამდენიმე ათასი ადამიანი, ჩვენ მათ ვხედავთ პერიოდულად ქვეყნის წინააღმდეგ მტეობაში ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენ ვიხილეთ, ვინც 2022 წლის მარტში პარლამენტთან იდგა და ითხოვდა მეომრების გაგზავნას უკრაინაში იგივე ხალხია, იგივე შვენი თანამოქალაქეები ზოგი ბიზნესში და ზოგი ენჯეოში და ზოგი სად, იგივე მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას ითრევდნენ ომში, ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომლებიც 2022 წლის ივნისში პარლამენტთან იდგნენ და ენჯეობისთვის ხელისუფლების გადაცემას ითხოვდნენ, ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანი, ვინც პარლამენტის წინ იდგა და საქართველოს ისტორიაში პირველად გასროლილ მოლოტოვის კოქტეილს ტაშს უკრავდა, ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც 2024 წლის არჩევნებში დამარცხდა და ნაცვლად იმისა, ეს მარცხი მიეღო ქვეყნის გადატრიალება მოინდომეს და ეს იგივე ხალხია, რომელიც დღესაც დგანან რუსთაველზე ეს ის ხალხი არის ნენსი ვოლანდები და ნანა ნანუ სანდერები და პოკემონის ფორმაში გამოწყებული ზრდასრული ადამიანი რომ არის.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...