მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს

შალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს

Published on

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს. პირველი "ლეიბორისტი" მოუწოდებს დასავლეთს გაყინოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშები.ნათელაშვილის თქმით, მიმდინარე აქციებს უნდა მიეცეს პოლიტიკური მსვლელობა.„რეჟიმმა არ იკმარა ახალგაზრდების ჩახოცვა და უკვე გადავიდა შვილმოკლული მამების დარბევაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ  აღვირახსნილ რეპრესიებზე.ჩვენმა ხალხმა ამას უნდა უპასუხოს გაერთიანებით, მედგარი ბრძოლით. დასაწყებია საყოველთაო სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უნდა მიგვიყვანს რეჟიმის შეცვლამდე, პარლამენტის თვითლიკვიდაციამდე, ახალი არჩევნების ჩატარებამდე.  ვიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან.მოვუწოდებთ, დემოკრატიულ სამყაროს გაყინონ მსოფლიო ბანკებში ივანიშვილის კრიმინალური და მეტწილად ჩვენგან წართმეული მილიონები.პროცესს უნდა მიეცეს პოლიტიკური ხასიათი – უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...