მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.„პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან“-ნათქვამია განცხადებაში.კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...