მთავარისიახლეებისაზოგადოებასტიქია თბილისში, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა

სტიქია თბილისში, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა

Published on

ძლიერმა წვიმამ წუხელ თბილისში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დატბორილია ქუჩები და ავტომობილები. ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. ამაშუკელის 22 ნომერში წყალმა კორპუსის საძირკველი დააზიანა.ძლიერმა ნალექმა განსაკუთრებით გლდანი-ნაძალადევის რაიონი დააზარალა. გლდანთან დამაკავშირებელი გზის ჩანგრევის გამო გარე სამყაროს არის ამ დრომდე მოწყვეტილი სოფელი გიორგიწმინდა.ვარკეთილში კი წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც გზა ჩახერგა. მანქანებიდან მოქალაქეების ევაკუაციას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.  ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა. უხვი ნალექის მოსვლისთანავე ავტომობილების მოძრაობა ტრადიციულად აიკრძალა ე.წ ახალ გზაზე.ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე. უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების ადგილიდან გაყვანას კი სამაშველო ჯგუფები ცდილობდნენ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...