მთავარისიახლეებისაზოგადოებაორ სკამზე ჯდომის ეპოქა დასრულდა, პრორუსული არჩევანის ფასი სანქციებია - ზოდელავა

ორ სკამზე ჯდომის ეპოქა დასრულდა, პრორუსული არჩევანის ფასი სანქციებია – ზოდელავა

Published on

 მურთაზ ზოდელავას შეფასებით, დასრულდა „ორ სკამზე ჯდომის“ პერიოდი და ისინი, ვინც არჩევანი კრემლზე გააკეთეს, დასავლეთში ნდობასა და ოპერირების შესაძლებლობას ჰკარგავენ. საქმე ეხება სანქციების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებას.

ზოდელავას თქმით, სანქციები დიდი ფინანსური აქტივების მქონე ადამიანებისთვის მხოლოდ დისკომფორტი კი არა, ფაქტობრივად ბრალდებულობას და საერთაშორისო იზოლაციასაც ნიშნავს. ზოდელავას განმარტებით, ეს შედეგია იმ პროცესებისა, როცა საქართველოში კონკრეტული ჯგუფები ცდილობდნენ ქვეყანას პრორუსული კურსი მიეღო, და ახლა სწორედ ამის საფასურს იხდიან.

ორ სკამზე ჯდომის ეპოქა დასრულდა და იმათ, ვისაც აქვთ გაკეთებული არჩევანი კრემლზე, იმათ დაკარგეს ნდობა, ოპერირების საშუალება დასავლეთში. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს დიდი ფინანსების მქონე ადამიანისთვის სანქცირება. სანქცირება არის უკვე რაღაც დოზით ბრალდებულობა, რაღაც დოზით ეს არის უკვე ცოტა ძებნილობაც, იმიტომ, რომ სანქცია ასეთი ტიპის დიდი აქტივების მქონე ადამიანებისთვის, ეს არის დიდი დისკომფორტი კი არა, ასევე კეთროვანება. და ეს კეთროვანება, ეს ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, არის შედეგი იმისა, რაც ამ ადამიანებმა აკეთეს საქართველოში იმისთვის, რომ ეცადათ, რომ საქართველო გამხდარიყო ანტიდასავლური და პრორუსულ ქვეყანად ჩამოყალიბებულიყო და ამის ფასს იხდიან ახლა ყველა მათგანი, – ამბობს მურთაზ ზოდელავა.

პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, “თიბისი” და “საქართველოს ბანკმა” მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.

როგორც ვასაძე წერს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ საბანკო მომსახურება მას და მის ოჯახს სხვა ბანკებმაც შეუზღუდეს.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...