მთავარისიახლეებისაზოგადოებაყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Published on

ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენა მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს – ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ მჟავა შესახა, შემდეგ დაჭრა, მერე ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ცნობისთვის, შემთხვევა 25 სექტემბერს კასპში მოხდა.

გამოძიების თანახმად, ზურაბ ბურდული ყოფილ ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. მან გუშინ დანაშაული აღიარა – ბურდულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...