მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა- მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება, – ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
მას ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის გამოძიებას დაპირდა, თუმცა აცხადებს, რომ „პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში თემირლანის სახელს საერთოდ არ ახსენებენ“. 
 
"ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან. ვითხოვთ, აღიაროს სახელმწიფომ დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები. პანკისში დაიწყება აქციები, როგორც კი ჩაივლის რამადანის თვე ", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდება.
მისივე თქმით, სიმართლის გასარკვევად ერთი გზა დარჩათ – ქუჩაში დგომა. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...