მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს სიკვდილის გზაა, საკმარისია!" - ჭუბერში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

“ეს სიკვდილის გზაა, საკმარისია!” – ჭუბერში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

Published on

ჭუბერში ტრაგედია დატრიალდა: მსუბუქი მანქანა, სადაც ცოლ-ქმარი იჯდა, სიმაღლიდან ენგურში გადავარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს, საგერგილი-ჭუბერის მონაკვეთზე მოხდა. ვარდნის შედეგად ორივე მგზავრი დაიღუპა, მათი ცხედრები ცალ-ცალკე იპოვეს: კაცის ცხედარს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, მისი ცოლის ცხედარი კი დილის საათებში იპოვეს. 

როგორც ჭუბერში მცხოვრებლები ამბობენ, გზის ის მონაკვეთი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ზოგადად, პრობლემურია და მზეო და ლევანი (დაღუპული ცოლ-ქმარი) არ არიან პირველები, ვინც ამ ადგილას გზის სივიწროვეს შეეწირა. მათივე თქმით, პრობლემა არამხოლოდ გზის სივიწროვე, არამედ გზის მუდმივად მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი – ხე-ტყის უკანონო ჭრაცაა. ისინი ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი მდინარისკენ, ხევში მაშინ გადაიჩახა, როცა მათი მანქანა ცდილობდა გზა დაეთმო და ფრთხილად აეარა გვერდი ხე-ტყით დატვირთული სატვირთოსთვის…

“კონკრეტულად ეს მონაკვეთი, საგერგილი-ჭუბერის გზაზე, საგერგილის ხიდიდან დაწყებული, პლუს ასი მეტრი არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილის გზა, სადაც მანქანისთვის გვერდის აქცევისსას/გზის დათმობისას კი არა, მარტოც კი ვერ გაივლი ისე, რომ ორი საბურავით მაინც ბეწვის ხიდზე არ გაიარო:

ვიწროა, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი და ქვემოთ ენგური ღრიალებს… და მით უმეტეს, ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მზეო და ლევანი გზას უთმობდნენ ხე-ტყით დატვირთულ უზარმაზარ მანქანას!!!
არ დამთავრდა ხე-ტყის გატანა და უკანონო ჭრა, არც ამ გზას დაადგა საშველი იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა გზა საერთოდ გადაკეტეს და მის შეკეთებას ითხოვდნენ…
უპასუხისმგებლობა და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი ჰქვია ამას, სხვა არაფერი…”, – უთხრა ოდიშინიუსს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...