მთავარისიახლეებისაზოგადოებაემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას" -ლევან ცუცქირიძე სამართალდაცავებს მიმართავს

ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა “ქართულ ოცნებას” -ლევან ცუცქირიძე სამართალდაცავებს მიმართავს

Published on

“დღეს პროტესტის 307-ე დღეა და ამ ხნის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” თავისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის შედეგადაც საკუთარ ხალხს და მის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება. “ქართულმა ოცნებამ” მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მომავალი; უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, მოპარული ხელისუფლება, დეგრადირებული სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და ელიტური კორუფცია – ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე — ჩვენს ქვეყანას უმძიმესი განსაცდელის წინაშე აყენებს.

მოვუწოდებთ ქართულ პოლიციასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს: ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა “ქართულ ოცნებას”, დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები; უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ, შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით.

“თავისუფლების მოედანი”, როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობისაგან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. ამიტომ, როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა”.

განაცხადა ბრიფინგზე “თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...