მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით, ქუჩაში ვართ - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით, ქუჩაში ვართ – სალომე ზურაბიშვილი

Published on

ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე – „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბოლო წლებმა აჩვენა, რომ რუსეთი სულ უფრო მრავალფეროვან იარაღს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება.“

“დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს,“-თქვა ზურაბიშვილმა.

ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ რუსეთი სულ უფრო მრავალფეროვან იარაღს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას, რომელიც უკრაინაში წაგებულად დარჩა, არამედ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, არჩევნების მანიპულაციას და სხვა ინსტრუმენტებს.

ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება. ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია, არამედ მტკიცე თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკა. ამასთან ერთად, ევროკავშირს სჭირდება ახალი რბილი ძალის პოლიტიკა. მხოლოდ სადამკვირვებლო მისია საკმარისი აღარ არის, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების მანიპულირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება.

დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, “ის არ ეთანხმება ზელენსკი განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია.“

მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა.

ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...