მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბრიანსკსა და ბელგოროდზე დარტყმების დროს უკრაინელებმა HIMARS-იც გამოიყენეს

ბრიანსკსა და ბელგოროდზე დარტყმების დროს უკრაინელებმა HIMARS-იც გამოიყენეს

Published on

ორშაბათს ღამით, უკრაინის არმიამ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე ელექტროქარხანაზე, სავარაუდოდ, სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიში იყო მიტანილი ასევე ამერიკული HIMARS-ის მეშვეობით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურზე.
ინფორმაცია უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელდა. ბრიანსკიდან გავრცელდა ფოტოებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ადგილობრივების მიერაა გადაღებული და ჩანს, რომ ქარხანაში ხანძარია.
ადგილობრივი დროით ღამის 2:00 საათზე, კარაჩევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია, რა სახეობის რაკეტა გამოიყენა უკრაინამ მისი საზღვრიდან 114 კილომეტრში მდებარე რუსული ობიექტის დასაბომბად.
ღია წყაროების თანახმად, ელექტრონული ქარხანა ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას აწარმოებს.
რაც შეეხება ბელგოროდს, ცნობები გავრცელდა ერთ-ერთ ქვესადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად ბელგოროდის ოლქის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის გაითიშვის შესახებაც.ობიექტზე დარტყმა და რეგიონში ელექტროენერგიის “მნიშვნელოვანი გათიშვა” ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც დაადასტურა.მანამდე, 17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა HIMARS-ის რაკეტებს NATO-ს მიერ დაფინანსებული ამერიკული შეიარაღების პაკეტის ფარგლებში მიიღებდა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...